მიკროავტობუსით მგზავრობისას 50 წლამდე კაცმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა – კაცი დაკავებულია — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 25 Mar 2026, 06:49

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა ს.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post მიკროავტობუსით მგზავრობისას 50 წლამდე კაცმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა – კაცი დაკავებულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური