აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
25 Mar 2026, 07:20
აჭარაში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული უ. ი. და 1992 წელს დაბადებული უ.ჰ. დააკავეს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, უ.ი. განზრახ მკვლელობის, ხოლო უ.ჰ. დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი აჭარაში, სხვადასხვა დროს დააკავეს. ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. The post აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.