არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 25 Mar 2026, 08:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. „ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო […] The post არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს appeared first on ODISHINEWS.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ს.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

The post არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური