СБУ- ჯაშუშობისთვის დავაკავეთ უნგრეთის დაზვერვის თანამშრომელი, ის ადრე საქართველოშიც მუშაობდა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 25 Mar 2026, 07:59

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მიხედვით, დააკავეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი ზოლტან ანდრე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედ ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა. СБУ ასევე წერს, რომ ანდრე 2016 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში უნგრეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის საფარქვეშ “სადაზვერვო სამუშაოს” ასრულებდა. “განათლების საერთაშორისო ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლისა და 2019 წლის 23 იანვრის ბრძანებებში წერია, რომ ამ დროისთვის საქართველოში […] The post СБУ- ჯაშუშობისთვის დავაკავეთ უნგრეთის დაზვერვის თანამშრომელი, ის ადრე საქართველოშიც მუშაობდა appeared first on ODISHINEWS.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მიხედვით, დააკავეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი ზოლტან ანდრე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედ ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა. СБУ ასევე წერს, რომ ანდრე 2016 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში უნგრეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის საფარქვეშ “სადაზვერვო სამუშაოს” ასრულებდა.

“განათლების საერთაშორისო ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლისა და 2019 წლის 23 იანვრის ბრძანებებში წერია, რომ ამ დროისთვის საქართველოში უნგრეთის საელჩოს პირველი მდივანის თანამდებობა ზოლტან ანდრეს ეკავა.

СБУ-ს ცნობით, ანდრემ უკრაინის წინააღმდეგ ჯაშუშობა 2021 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასია დატოვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ანდრემ ამ წელს ყოფილი უკრაინელი სამხედრო გადაიბირა, 2024 წელს კი ის “გაააქტიურა” და ზაკარპატიეში ჯაშუშობა დაავალა.

როგორც СБУ წერს, ამ ჯაშუშს დასავლეთ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება ევალებოდა. ამასთან, ანდრემ მას უნგრეთის ჯაშუშური ქსელისთვის ახალი პირების გადაბირება დაავალა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჯაშუშური ქსელის ხელმძღვანელი განსაკუთრებით უკრაინის ყოფილი და მოქმედი სამხედროები და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებით იყო დაინტერესებული.

СБУ-ს მიხედვით, ანდრე სარგებლობდა ზაკარპატიეში უნგრეთის დიპლომატიური დაწესებულებებით, სადაც უკრაინის მოქალაქეები უნგრეთის მოქალაქეობის მისაღებად პირად მონაცემებს აგზავნიან, ხოლო ადამიანთა გადასაბირებლად მათ ფინანსურ დახმარებას და უნგრეთის მხრიდან რიგ შეღავათებს სთავაზობდა.

გასული წლის მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა ცნობა, რომ გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდა.

СБУ-ს განცხადების მიხედვით, ამ ქსელის მიზანი იყო შეეგროვებინათ ინფორმაცია ზაკარპატიის ოლქის სამხედრო დაცულობის შესახებ, მოეძებნათ რეგიონში სახმელეთო და საჰაერო დაუცველი წერტილები და შეესწავლათ ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებები, კერძოდ, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუ რეგიონში უნგრელი სამხედროები შევიდოდნენ.

ზაკარპატიის ოლქი უნგრეთს ესაზღვრება და აქ უნგრული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ.

The post СБУ- ჯაშუშობისთვის დავაკავეთ უნგრეთის დაზვერვის თანამშრომელი, ის ადრე საქართველოშიც მუშაობდა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური