ჯარიმებიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა 101%-ით გაიზარდა — Cnoba
2026 წლის იანვარ-თებერვალში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 43.996 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 24.187 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 2 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 87 501 855 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 43 505 531 ლარი იყო. მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 2 თვეში ბიუჯეტში შესული 87.501 მლნ ლარიდან 71.835 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წლის იგივე პერიოდში ამავე მუხლით, ბიუჯეტში 36.20 მლნ ლარი შევიდა.… The post ჯარიმებიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა 101%-ით გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.