Euronews HR კომპანია Moorepay-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 39 ევროპული ქვეყნიდან 20-ში სახელმწიფო პენსიები არ არის საკმარისი ცხოვრების ხარჯების დასაფარად – მათ შორის, ბოლო ადგილზე არის საქართველო, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. მონაცემი ასახავს ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯს (კვებას, ტრანსპორტს, კომუნალურ გადასახადებს და ყოველდღიურ საჭიროებებს, არ მოიცავს ქირას), და ერთ საშუალო პენსიას 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით.
კერძოდ, კვლევის თანახმად – საქართველოში სახელმწიფო პენსია ერთი ადამიანისთვის საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 39 ქვეყანაში (EU-ის წევრები, კანდიდატი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო) პენსიების წილი ცხოვრების ხარჯებთან მიმართებით მერყეობს 22%-დან (საქართველო) – 225%-მდე (ლუქსემბურგი).
კვლევის მიხედვით, ლუქსემბურგში საშუალო სახელმწიფო პენსია არის 28,790 ევრო, ხოლო ცხოვრების ხარჯი – 12,791 ევრო. შედეგად, ეს ნიშნავს, რომ პენსია ორჯერ მეტია საჭირო ხარჯზე.
პენსიები ასევე ორჯერ მეტია ცხოვრების ხარჯზე იტალიაში (210%) და ფინეთში (208%). ესპანეთი (199%) და დანია (189%) ამ დონეს უახლოვდება.
სხვა ქვეყნებში პენსიების წილი მერყეობს 150%-დან 180%-მდე, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია. ეს ქვეყნებია: ისლანდია (179%), ნორვეგია (178%), გერმანია (176%), ბელგია (170%), ავსტრია (165%), საფრანგეთი (160%), ნიდერლანდები (159%) და შვედეთი (158%).
ექვს ქვეყანაში მაჩვენებელი 100%-დან 150%-მდეა – ესენია: შვეიცარია (131%), ირლანდია (126%), გაერთიანებული სამეფო (120%), პოლონეთი (112%), ჩეხეთი (108%) და საბერძნეთი (103%).
ზოგ შემთხვევაში პენსია მაინც ფარავს ცხოვრების ხარჯების 80%-ზე მეტს: სლოვენია (95%), სლოვაკეთი (94%), ესტონეთი (91%), პორტუგალია (90%), მონტენეგრო (89%), ლიტვა (85%), ხორვატია (82%) და უნგრეთი (81%).
დაბალია მაჩვენებელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში (53%), კვიპროსში (58%), ჩრდილოეთ მაკედონიაში (61%), თურქეთში (64%) და ლატვიაში (65%).
ხარჯების ნახევარსაც ვერ ფარავს პენსია შემდეგ ქვეყნებში: მოლდოვა (42%), უკრაინა (29%), ალბანეთი (29%),
საქართველო (22%) ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზეა.
The post საქართველოში პენსია ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს – კვლევა appeared first on .