15 პუნქტი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ – რას სთხოვს ირანს აშშ? – Associated Press — Cnoba

Alia სიახლე 25 Mar 2026, 10:41

ირანმა შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო, – ინფორმაციას Associated Press-ი ორ პაკისტანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს. წყაროების განცხადებით, წინადადება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანქციების შემსუბუქება, სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებას, რაკეტების შეზღუდვების და ჰორმუზის სრუტის გავლით გემების გადაადგილება. ცნობისთვის, […] The post 15 პუნქტი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ – რას სთხოვს ირანს აშშ? – Associated Press appeared first on .

ირანმა შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო, – ინფორმაციას Associated Press-ი ორ პაკისტანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

წყაროების განცხადებით, წინადადება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანქციების შემსუბუქება, სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებას, რაკეტების შეზღუდვების და ჰორმუზის სრუტის გავლით გემების გადაადგილება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ. ირანული მხარე მოლაპარაკებების მიმდინარეობას არ ადასტურებს.

 

The post 15 პუნქტი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ – რას სთხოვს ირანს აშშ? – Associated Press appeared first on .


რელევანტური