ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუჩერა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 25 Mar 2026, 11:25

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუჩერა. როგორც ორბანი ამბობს, გაზის მიწოდება უკრაინისთვის შეჩერებული იქნება მანამ, სანამ უნგრეთი უკრაინის გავლით ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიღებას არ დაიწყებს. „სანამ უკრაინა არ გვაწვდის ნავთობს, ისინი უნგრეთიდან გაზს არ მიიღებენ. დავიცვათ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება, დავიცვათ ფასები ბენზინსა და გაზზე“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ მანამდე, თებერვალში, უნგრეთმა უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შეაჩერა. The post ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური