“შემაშფოთებელია, რომ ყოფილი ომბუდსმენი დაკითხეს ეუთოს მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით”- გაეროს სპეციალური მომხსენებელი — Cnoba

GuriaNews სიახლე 25 Mar 2026, 12:55

გაეროს სპეციალური მომხსენებლის უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორის განცხადებით, შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხვის გამო. „გავიგე შემაშფოთებელი ამბავი, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, – წერს მერი ლოულორი პლატფორმა X-ზე. „ადამიანის უფლებათა დამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას და […] The post “შემაშფოთებელია, რომ ყოფილი ომბუდსმენი დაკითხეს ეუთოს მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით”- გაეროს სპეციალური მომხსენებელი appeared first on გურია ნიუსი.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორის განცხადებით, შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხვის გამო.

„გავიგე შემაშფოთებელი ამბავი, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, – წერს მერი ლოულორი პლატფორმა X-ზე.

„ადამიანის უფლებათა დამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებას და ანგარიშსწორებას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობის გამო“, – აცხადებს იგი.

ინფორმაციისთვის, უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოსამართლის წინაშე გასულ ოთხშაბათს, 18 მარტს გამოჰკითხეს.

The post “შემაშფოთებელია, რომ ყოფილი ომბუდსმენი დაკითხეს ეუთოს მისიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით”- გაეროს სპეციალური მომხსენებელი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური