ევროკომისიამ უნგრეთს 16 მილიარდიანი კრედიტი გაუყინა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 26 Mar 2026, 07:19

ევროკომისიამ უნგრეთისთვის თავდაცვითი პროგრამა Security Action for Europe (SAFE)-ის ფარგლებში 16 მილიარდი ევროს კრედიტის დამტკიცება გადადო. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის დახმარებაზე დადებული ვეტო დასახელდა. ოფიციალურად, ევროკომისია აცხადებს, რომ უნგრეთის განაცხადის განხილვას აგრძელებს და გეგმას მაშინ დაამტკიცებს, როდესაც ის მზად იქნება. ვიქტორ ორბანმა ვეტო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას კიდევ ერთხელ 19 მარტს დაადო და განაცხადა, რომ დახმარების ბლოკირებას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე კიევი უნგრეთში რუსული ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს. The post ევროკომისიამ უნგრეთს 16 მილიარდიანი კრედიტი გაუყინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური