თამარ ბაგრატიონი: გლობალურ სამიტზე საქართველოს წარმომადგენლობა დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდილება იყო — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 26 Mar 2026, 10:07

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპის მიწვევით გამართულ გლობალურ სამიტში მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და დიდი პასუხისმგებლობა იყო. მისი თქმით, სამიტში 45 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და განხილვის მთავარი თემა ახალი ტექნოლოგიებისა და მათი განათლებაში ინტეგრაცია იყო. ბაგრატიონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და პირადი ურთიერთობების მნიშვნელობას, რომლებიც მსგავსი ფორმატის...

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპის მიწვევით გამართულ გლობალურ სამიტში მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და დიდი პასუხისმგებლობა იყო.

მისი თქმით, სამიტში 45 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და განხილვის მთავარი თემა ახალი ტექნოლოგიებისა და მათი განათლებაში ინტეგრაცია იყო.

ბაგრატიონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და პირადი ურთიერთობების მნიშვნელობას, რომლებიც მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ყალიბდება.

„45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში, თავის ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პირადი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ, პირველ ლედებს და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში გლობალურ სამიტზე „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.


რელევანტური