გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ბოლნისის N4 საბავშვო ბაღის ეზო დაზიანებული ხეებისგან უკვე გაწმინდეს. მსგავსი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება.
პროცესი ადგილზე დაათვალიერეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი გასვიანმა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ისიანმა.