საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე.
სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ქართველებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს
ანა ჯაფარიძე(-52კგ) ტურნირის გამარჯვებულია , მან ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გიორგი ნიკოლაძემ (-70კგ) მოუტანა.მან ნახევარფინალი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო.
ლიკუნა ჩაჩიბაიამ (-47კგ) რუსი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.