ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს — Cnoba

GuriaNews სიახლე 26 Mar 2026, 12:53

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. როგორც მან სასამართლო სხდომაზე თქვა, ამ საკითხით პროკურატურას უახლოეს პერიოდში მიმართავენ. „ზიანის ანაზღაურების საჭიროება თუ იქნება, აანაზღაურებს. დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო… [ბრალის აღიარებას] ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ… პირობითით ითხოვს გათავისუფლებას…“ – თქვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ. პროკურორი […] The post ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს appeared first on გურია ნიუსი.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. როგორც მან სასამართლო სხდომაზე თქვა, ამ საკითხით პროკურატურას უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

„ზიანის ანაზღაურების საჭიროება თუ იქნება, აანაზღაურებს. დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო… [ბრალის აღიარებას] ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ… პირობითით ითხოვს გათავისუფლებას…“ – თქვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ.

პროკურორი ანი ლეკიაშვილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს დიდი ხანია გამოთქვამენ. მისი თქმით, ამ შეთანხმებისთვის აუცილებელია ორი პირობის დაკმაყოფილება: ბრალის აღიარება და სასჯელზე შეთანხმება.

„რა თქმა უნდა, ზიანი უნდა იყოს სრულად ანაზღაურებული და დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია… შესაძლებელია ზიანიც ანაზღაურებული იყოს, ბრალდებულიც აღიარებდეს, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება“, – თქვა პროკურორმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის მოცულობა 7 მილიონ ლარამდეა.

The post ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური