მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელთა საყურადღებოდ! — Cnoba
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შესაბამისად, 50 კვტ და მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს, რომლებიც ქსელს 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მიუერთდნენ, სიმძლავრის დადასტურების ვალდებულება მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის ნაცვლად 1-ლ სექტემბრამდე გაუგრძელდათ. ამასთანავე, თუ დადასტურების შედეგად აღმოჩნდება, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფაქტობრივი სიმძლავრე წინასწარ დეკლარირებულზე ნაკლებია, მომხმარებელს უნარჩუნდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსი და ნეტო აღრიცხვით/დარიცხვით სარგებლობის უფლება. გარდა ამისა, მომხმარებელს ეძლევა დამატებითი, 8-თვიანი ვადა, რათა სისტემის ოპერატორთან არსებული ინფორმაცია ფაქტობრივ მდგომარეობას შეუსაბამოს (წარადგინოს დადასტურებული სიმძლავრის დოკუმენტი). წესებს… The post მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელთა საყურადღებოდ! appeared first o…