მიტროპოლიტ ისაიას კანდიდატურა არ მოუხსნია — Cnoba

Alia სიახლე 26 Mar 2026, 14:52

მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მიტროპოლიტმა “ნეტგაზეთს“ დაუდასტურა. „ამ საკითხზე მე არავისთან მისაუბრია… თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?”. ერთ-ერთი პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ კანდიდატურა მოხსნა, რასაც ის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) იყო. გია […] The post მიტროპოლიტ ისაიას კანდიდატურა არ მოუხსნია appeared first on .

მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

ამის შესახებ ინფორმაცია მიტროპოლიტმა “ნეტგაზეთს“ დაუდასტურა.

„ამ საკითხზე მე არავისთან მისაუბრია… თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?”.

ერთ-ერთი პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ კანდიდატურა მოხსნა, რასაც ის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) იყო. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უთხრა, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ თავის კანდიდატურა მოხსნა. ის ამბობდა იმასაც, რომ სინოდის ყველა წევრი, ვინც არ მოხსნის კანდიდატურას მეუფე შიოს სასარგებლოდ, მოღალატე იქნება.

The post მიტროპოლიტ ისაიას კანდიდატურა არ მოუხსნია appeared first on .


რელევანტური