ტრამპი: „ირანი მთხოვს, მათი უზენაესი ლიდერი ვიყო“ — Cnoba

GuriaNews სიახლე 26 Mar 2026, 17:08

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა მას უზენაესი ლიდერის თანამდებობა შესთავაზა. მან, ასევე, კვლავ გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები NATO-დან ირანის წინააღმდეგ ომში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო. „ნატოს ქვეყნებმა აბსოლუტურად არაფერი გააკეთეს, რომ დაგვხმარებოდნენ ირანის შეშლილი სახელმწიფოს _ ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეერთებული შტატები არასდროს დაივიწყებს ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს“, _ დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე. ვაშინგტონში, […] The post ტრამპი: „ირანი მთხოვს, მათი უზენაესი ლიდერი ვიყო“ appeared first on გურია ნიუსი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა მას უზენაესი ლიდერის თანამდებობა შესთავაზა. მან, ასევე, კვლავ გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები NATO-დან ირანის წინააღმდეგ ომში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.

ნატოს ქვეყნებმა აბსოლუტურად არაფერი გააკეთეს, რომ დაგვხმარებოდნენ ირანის შეშლილი სახელმწიფოს _ ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეერთებული შტატები არასდროს დაივიწყებს ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს“, _ დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე.

ვაშინგტონში, ეროვნული რესპუბლიკური კონგრესის კომიტეტის (NRCC) ყოველწლიურ საქველმოქმედო ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანმა მას უზენაესი ლიდერის თანამდებობა შესთავაზა.

ისინი ამბობენ: „გვინდა, რომ თქვენ შემდეგ ლიდერად დაგნიშნოთ!“ მე კი ვამბობ: „არა, გმადლობთ, არ მინდა!“ რეალობა ისაა, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ძალიან უნდათ შეთანხმება“, _ თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს უფრო ცუდ შედეგებს ელოდა:

ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. თუმცა, მე უფრო ცუდ სცენარს ველოდი. ველოდი, რომ ნავთობის ფასები უფრო გაიზრდებოდა. ასევე ველოდი, რომ საფონდო ინდექსები კიდევ უფრო დაეცემოდა. თუმცა, ეს ცვლილებები მე არ მაშფოთებდა“, – თქვა ტრამპმა.

The post ტრამპი: „ირანი მთხოვს, მათი უზენაესი ლიდერი ვიყო“ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური