სააგენტო "პარალელი"
“ელენე ხოშტარიას საქმე ივანიშვილის რეჟიმის არაადამიანური სახის სამუდამოდ უკვდავყოფაა” – ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ წელიწადნახევრიანი პატიმრობის მისჯას, მწვავე ემოციური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:
“ელენე ხოშტარიას საქმე ივანიშვილის რეჟიმის არაადამიანური სახის სამუდამოდ უკვდავყოფაა.
ისტორიაში, სხვა ბევრი უბედურების ჩამდენის სტატუსთან ერთად, დარჩებიან როგორც ოპოზიციონერი ქალის ციხეში ჩამსმელები, ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის.
ნეტა რატომ არ გეცოდებათ საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახები. როგორ აპირებთ ამით ცხოვრებას, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებით? გგონიათ სულ იქნებით? პრინციში, ისეთი უტვინოები ხართ, შეიძლება მართლა ეგრე გგონიათ“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
“ელენე ხოშტარიას საქმე ივანიშვილის რეჟიმის არაადამიანური სახის სამუდამოდ უკვდავყოფაა” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი