“ხელისუფლება, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებზე აპელირებს ყალბად, ფუნდამენტურ ქრისტიანულ კონცეპტს ანგრევს” – არჩილ გამზარდია — Cnoba

პარალელი სიახლე 26 Mar 2026, 16:05

სააგენტო "პარალელი" “ხელისუფლება, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებზე აპელირებს ყალბად, ფუნდამენტურ ქრისტიანულ კონცეპტს ანგრევს” – არჩილ გამზარდია ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, კონკრეტული ციტატა/ვარაუდის ფონზე, ხელისუფლებისადმი მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: “ხელისუფლება, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებზე აპელირებს ყალბად, ფუნდამენტურ ქრისტიანულ კონცეპტს ანგრევს. ​წმინდა მამების ფილოსოფიაში, სამართალი, ეს არის კანონის, მორალისა და მოწყალების სინთეზი. მხოლოდ კანონი მორალის გარეშე კი ტირანიაა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ ღმერთმა ადამიანს […] “ხელისუფლება, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებზე აპელირებს ყალბად, ფუნდამენტურ ქრისტიანულ კონცეპტს ანგრევს” – არჩილ გამზარდია პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ხელისუფლება, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებზე აპელირებს ყალბად, ფუნდამენტურ ქრისტიანულ კონცეპტს ანგრევს” – არჩილ გამზარდია

ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, კონკრეტული ციტატა/ვარაუდის ფონზე, ხელისუფლებისადმი მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

ხელისუფლება, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებზე აპელირებს ყალბად, ფუნდამენტურ ქრისტიანულ კონცეპტს ანგრევს.

​წმინდა მამების ფილოსოფიაში, სამართალი, ეს არის კანონის, მორალისა და მოწყალების სინთეზი. მხოლოდ კანონი მორალის გარეშე კი ტირანიაა.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ ღმერთმა ადამიანს შინაგანად ჩაუდო სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, რაც ყველა დაწერილ კანონზე უპირატესია.

ოთხი შვილის დედის დატყვევება მარკერით გაჯღაბნის გამო, ინტელექტუალური ახალგაზრდების სახელისუფლებო ტყვეობაში ყოფნა, მზია ამაღლობელის ტყვეობა და დღითიდღე ჯანმრთელობის გაუარესება და ა.შ. სამართლის არცერთ ქრისტიანულ საზრისში არ ჯდება.

ქრისტიანული ფასეულობების მოხმობა ხელისუფლებისგან მხოლოდ სიყალბის კონსტრუირებაა და არა ქრისტიანული ფილოსოფია სამართლისა.

წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა ბასილი დიდის და სხვა წმინდა მამების ხედვა საქართველოს ამჟამინდელი “მართლმსაჯულების” პრინციპზე შეაფასებდა როგორც ტირანიას“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში

“ხელისუფლება, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებზე აპელირებს ყალბად, ფუნდამენტურ ქრისტიანულ კონცეპტს ანგრევს” – არჩილ გამზარდია
პარალელი


რელევანტური