ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდება წარედგინა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 27 Mar 2026, 09:50

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ. ბაჩანა ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდება წარედგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური