“მეუფე ისაიამ ნაჩუქარი “პრადო” გაყიდა და სკოლას ავტობუსი უყიდა” – ბექა კობახიძე — Cnoba

Alia სიახლე 27 Mar 2026, 10:23

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე: ბევრი ისტორიის მოყოლა შემიძლია მეუფე ისაიაზე, როგორც თვითმხილველს. ნელ-ნელა ვიტყვი ალბათ. ერთი მათგანი: როგორც უმრავლეს მეუფეებს, მიშას დროს მასაც აჩუქეს პრადო. გაყიდა ეს პრადო და იყიდა 3000 დოლარიანი ჯიპი, ისიც იმიტომ რომ მისი ეპარქიისადმი დაქვემდებარებული მონასტრები მთებში და მიუვალ გზებზეა. არაგვისა და ქსნის ხეობების გამყოფ ქედზე, ზედ საოკუპაციო ხაზზე არის სამების მონასტერი, […] The post “მეუფე ისაიამ ნაჩუქარი “პრადო” გაყიდა და სკოლას ავტობუსი უყიდა” – ბექა კობახიძე appeared first on .

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:

ბევრი ისტორიის მოყოლა შემიძლია მეუფე ისაიაზე, როგორც თვითმხილველს. ნელ-ნელა ვიტყვი ალბათ.
ერთი მათგანი:
როგორც უმრავლეს მეუფეებს, მიშას დროს მასაც აჩუქეს პრადო. გაყიდა ეს პრადო და იყიდა 3000 დოლარიანი ჯიპი, ისიც იმიტომ რომ მისი ეპარქიისადმი დაქვემდებარებული მონასტრები მთებში და მიუვალ გზებზეა. არაგვისა და ქსნის ხეობების გამყოფ ქედზე, ზედ საოკუპაციო ხაზზე არის სამების მონასტერი, სადაც ერთი ბერი ცხოვრობდა. მეუფე ისაიამ წაგვიყვანა ამ მონასტერში თავისი დაჩაჩანაკებული მანქანით. გზაში წყალი აუდუღდა, ძლივს ავედით.
რატომ გაყიდა პრადოს ჯიპი? ნიქოზის სკოლას ავტობუსი უყიდა.
ეს რომ პოპულიზმისთვის არ გაუკეთებია მოწმობს ის, რომ აქედან გავიდა 17 წელი და ამ ისტორიას პირველად კითხულობთ.
ბევრ სხვასაც მოვყვები, რაც ამ ადამიანში დაგარწმუნებთ.

The post “მეუფე ისაიამ ნაჩუქარი “პრადო” გაყიდა და სკოლას ავტობუსი უყიდა” – ბექა კობახიძე appeared first on .


რელევანტური