დამსაქმებლები არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო 1.048 მლნ ლარით დაჯარიმდნენ – ორი თვის სტატისტიკა — Cnoba

GuriaNews სიახლე 27 Mar 2026, 10:59

საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლების დაჯარიმებიდან ბიუჯეტი 2026 წლის იანვარ-თებერვალში 1.048 მლნ ლარით შეივსო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებიდან (კონსოლიდირების გარეშე) მონაცემებიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, წელს 1-ელ ორ თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აღნიშნულისთვის დაწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში შესული თანხა 75%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში […] The post დამსაქმებლები არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო 1.048 მლნ ლარით დაჯარიმდნენ – ორი თვის სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.

საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლების დაჯარიმებიდან ბიუჯეტი 2026 წლის იანვარ-თებერვალში 1.048 მლნ ლარით შეივსო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებიდან (კონსოლიდირების გარეშე) მონაცემებიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, წელს 1-ელ ორ თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აღნიშნულისთვის დაწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში შესული თანხა 75%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში საპენსიო შენატანის განხორციელების/ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 048 363 ლარი შევიდა, წინა წლის იანვარ-თებერვალში კი, მხოლოდ 600 000 ლარი. {2025 წელს კი, ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3 746 564 ლარის აკუმულირება მოხდა}.

ცნობისთვის, დამსაქმებლების მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევებზე კონტროლი გასული წლის მაისიდან გამკაცრდა, მას შემდეგ რაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილები, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად გაერთიანდა საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები. ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგის და კომპანიების დაჯარიმების საშუალება მიეცა.

რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება.

ცნობისთვის, საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, ხოლო პენსიის სახით 137.2 მლნ ლარი გაიცა.

მათივე ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.720 მლნ ადამიანია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის.

კერძოდ, საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით: 2%+2%+2%.

The post დამსაქმებლები არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო 1.048 მლნ ლარით დაჯარიმდნენ – ორი თვის სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური