შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა — Cnoba

MegaTV სიახლე 27 Mar 2026, 13:32

შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა – შემთხვევა 25 მარტს მოხდა. დაღუპული ჯეირან ავსლანდია გარდაიცვალა „ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მაღაროში მოხდა, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ აგოს პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა… ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯეირანი გულის შეტევით გარდაიცვალა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით განცხადებებს, რომ მაღაროში არ არის განიავების ნორმალური საშუალება, რაც იწვევს უჰაერობას, ეს […]

შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა – შემთხვევა 25 მარტს მოხდა.

დაღუპული ჯეირან ავსლანდია გარდაიცვალა
„ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მაღაროში მოხდა, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ აგოს პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა… ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯეირანი გულის შეტევით გარდაიცვალა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით განცხადებებს, რომ მაღაროში არ არის განიავების ნორმალური საშუალება, რაც იწვევს უჰაერობას, ეს კი, შესაბამისად, აავადებს ადამიანს და იწვევს ასეთ ფატალურ შემთხვევებს“.
💬 “ჭიათურაში, კერძოდ შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა 2026 წლის 25 მარტს მოხდა, ღამის 11 საათზე სავარაუდოდ… გარდაცვლილის სახელი და გვარია ჯეირან ავსლანდია, ადამიანი, რომელიც დევნილია აფხაზეთიდან, 90-ანი წლებიდან მოყოლებული ცხოვრობს ჭიათურაში, მუშათა საერთო საცხოვრებელში… ჯეირანის სავარაუდო ასაკი ალბათ 50 წელი იქნებოდა – ასეთი ახალგაზრდა გამოეცალა ჭიათურას, საქართველოს და ამაზე ხმა არ იღებს არავინ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, თუმცა რაღა ოჯახს, ერთ წელიწადში ცოლიც დაიღუპა ტრაგიკულად და ქმარიც დაიღუპა ტრაგიკულად. დარჩა ერთი ბიჭი და ერთიც გოგო, რომელიც ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეა… არ მინდა სათავეში ასეთი მმართველობა, რომელიც მუშათა კლასთან ურთიერთობას და საუბარს ანომალიას უწოდებს” | ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე Facebook Live-ში.

რელევანტური