დმანისის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრება „რა? სად? როდის?“ ჩატარდა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 27 Mar 2026, 15:17

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრება „რა? სად? როდის?“ გაიმართა. შეჯიბრების თემატიკა მოიცავდა დმანისის მუნიციპალიტეტის ისტორიას, კულტურას, გეოგრაფიას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებს, თანამედროვე ცხოვრებას და მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ ცნობილ პიროვნებებს. 🗞️ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ შვიდი გუნდი. გამარჯვებულები იყვნენ: ღონისძიებას ჟიურის სტატუსით ესწრებოდნენ ა(ა)იპ „დმანისის კულტურისა...

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრება „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

შეჯიბრების თემატიკა მოიცავდა დმანისის მუნიციპალიტეტის ისტორიას, კულტურას, გეოგრაფიას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებს, თანამედროვე ცხოვრებას და მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ ცნობილ პიროვნებებს.

🗞 შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ შვიდი გუნდი. გამარჯვებულები იყვნენ:

  • 🥇 პირველი ადგილი – დიდი დმანისის საჯარო სკოლა
  • 🥈 მეორე ადგილი – ჯავახის საჯარო სკოლა
  • 🥉 მესამე ადგილი – განთიადის საჯარო სკოლა

ღონისძიებას ჟიურის სტატუსით ესწრებოდნენ ა(ა)იპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი ქეთევან ჩხეტიანი და მერიის წარმომადგენლები. ასევე დასწრებოდნენ დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე და ისტორიულ-ეთნოგრაფიული განყოფილების ეთნოლოგიური მასალის მცველები ნანი ნარსავიძე და აკაკი დაუთაშვილი.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებასა და საკუთარი მუნიციპალიტეტის უკეთ გაცნობას.


რელევანტური