მოვითხოვ, ყველა შესაბამისი ბრალით დაჯდეს საბრალდებო სკამზე – გიგა ავალიანის დედა — Cnoba

Alia სიახლე 28 Mar 2026, 08:06

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი არასრულწლოვანი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ლ.კ-ს მოსამართლისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით დაკავებული მოწმე დიდი დიღმის ძალადობების მონაწილე იყო. მისი დაკავება გიგა ავალიანზე თავდასხმის ეპიზოდს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა მოკლული მასწავლებლის დედა ამბობს, რომ განსასჯელის სკამზე დაჯდება ყველა ვისაც მკვლელობის დაგეგმვაში, ჩაფარცხვაში აქვს მიღებული მონაწილეობა. ჩემი მოთხოვნა არის […] The post მოვითხოვ, ყველა შესაბამისი ბრალით დაჯდეს საბრალდებო სკამზე – გიგა ავალიანის დედა appeared first on .

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი არასრულწლოვანი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ლ.კ-ს მოსამართლისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით დაკავებული მოწმე დიდი დიღმის ძალადობების მონაწილე იყო. მისი დაკავება გიგა ავალიანზე თავდასხმის ეპიზოდს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა მოკლული მასწავლებლის დედა ამბობს, რომ განსასჯელის სკამზე დაჯდება ყველა ვისაც მკვლელობის დაგეგმვაში, ჩაფარცხვაში აქვს მიღებული მონაწილეობა.

ჩემი მოთხოვნა არის ერთადერთი – ვისაც რა დოზით მიუძღვის წვლილი გიგა ავალიანის მკვლელობის მომზადებაში, დაგეგმვაში, მონაწილეობი მიღებაში, ჩაფარცხვაში, ყველა შესაბამისი ბრალით დაჯდეს საბრალდებო სკამზე და მისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე – სრულწლოვანი იქნება არასრულწლოვანი იქნება, განურჩევლად სქესისა, განურჩევლად საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სოციალური მდგომარეობისა. იმ ხალხსაც ხმამაღლა დავასახელებ, დადგება ამის დროც,  ვინც იბრძოდა გიგას სიცოცხლის გადარცენისთვის და ახლაც არის ჩემი აქტიური თანამებრძოლი”, – აცხადებს ეკა კუპატაძე. 

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

ბრალდებული 26 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს დააკავეს.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post მოვითხოვ, ყველა შესაბამისი ბრალით დაჯდეს საბრალდებო სკამზე – გიგა ავალიანის დედა appeared first on .


რელევანტური