ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 მარტის პერიოდისთვის — Cnoba

პარალელი სიახლე 28 Mar 2026, 06:52

სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 მარტის პერიოდისთვის 27 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 28 მარტიდან 3 დღის განმავლობაში. მარტი ლარის საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, 1 კვირის შემდეგ კი ახალ ნიშნულზე დასტაბილურება რყევების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში საგრძნობი გამყარებაც მოხდა, გამყარების პროცესი კი თვის ბოლომდე გაგრძელდა, მცირე რყევებით. აშშ დოლართან მიმართებაში, […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 მარტის პერიოდისთვის პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 მარტის პერიოდისთვის

27 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 28 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.

მარტი ლარის საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, 1 კვირის შემდეგ კი ახალ ნიშნულზე დასტაბილურება რყევების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში საგრძნობი გამყარებაც მოხდა, გამყარების პროცესი კი თვის ბოლომდე გაგრძელდა, მცირე რყევებით.

აშშ დოლართან მიმართებაში, მარტის პირველ კვირაში სახეზე იყო ლარის საგრძნობი გაუფასურება, რაც შემდეგ, მცირე რყევებით, ასე ვთქვათ, დინამიური გამყარების ეტაპზე გადავიდა და ბოლო ვაჭრობამდე გრძელდება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

24 მარტი – 2.7223;
25 მარტი – 2.7166;
26 მარტი – 2.7075;
27 მარტი – 2.7066.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0041 ლარით და 1 აშშ დოლარი 28 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 2.7025 ლარი ეღირება.

მარტი, ევროსთან მიმართებაში, გაუფასურებით დაიწყო, რაც თვის შუა რიცხვებისკენ მიახლოებისას გამყარებით შეიცვალა და შემდეგ ახალ ნიშნულზე მცირე რყევებით დასტაბილურდა, ბოლო ვაჭრობებზე კი ისევ გამყარების დინამიკა გამოიკვეთა. კერძოდ ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

24 მარტი – 3.1274;
25 მარტი – 3.1483;
26 მარტი – 3.1402;
27 მარტი – 3.1277.

იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც საგრძნობლად გამყარდა, 0.0163 ლარით და 28 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1114 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის დინამიური გამყარება, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 28 მარტიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5949 ლარი (გამყარდა 0.0192 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0608 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6159 (გამყარდა 0.0002 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5901 ლარი (გამყარდა 0.0025 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1608 ლარი (გამყარდა 0.0081 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3891 ლარი (გამყარდა 0.0275 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9109 ლარი (გამყარდა 0.0081 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.8504 ლარი (გამყარდა 0.0297 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.5949 ლარი (გამყარდა 0.0563 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6896 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0206 ლარი (უცვლელად დარჩა)

მარტი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად ლარის სტაბილური გამყარებით დაიწყო, მოლო კვირაში კი სახეზე იყო რყევები. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

24 მარტი – 3.3150;
25 მარტი – 3.3710;
26 მარტი – 3.3462;
27 მარტი – 3.2896
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
წინა ორ ვაჭრობაზე გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე გაუფასურდა, 0.0240 ლარით და 28 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3136 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 მარტის პერიოდისთვის
პარალელი


რელევანტური