გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ფარგლებში დაკავებულ კდიევ ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცრუ ჩვენების მიცემაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა.
რადგან დაკავებული 18 წელს მიუღწეველია პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. ბრალდებულს დუმილი არ დაურღვევია.
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
ბრალდებული 26 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს დააკავეს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
The post გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს appeared first on TTimes.GE.