„მალე რუსეთში წავალ. კავშირებს ვინარჩუნებთ“- ნიკოლ ფაშინიანი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 28 Mar 2026, 15:59

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა. „მალე რუსეთში წავალ. ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა ერევანში მოქალაქეებთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას. ფაშინიანმა დასძინა, რომ რუსეთი სომხეთისთვის მეგობრულ ქვეყნად რჩება. 23 მარტს ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგი და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში, მოლაპარაკებები პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაგრძელდება. The post „მალე რუსეთში წავალ. კავშირებს ვინარჩუნებთ“- ნიკოლ ფაშინიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური