ზაზა ბიბილაშვილი: “პარალელები ქოცის პორტრეტისთვის…” — Cnoba

პარალელი სიახლე 27 Mar 2026, 15:28

სააგენტო "პარალელი" ზაზა ბიბილაშვილი: “პარალელები ქოცის პორტრეტისთვის…” ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებებს: “პარალელები ქოცის პორტრეტისთვის: როცა ქოცი ციხეებიდან რუსეთის ჯაშუშებს, ტერორისტებს, სეპარატისტებსა და მოძალადე ექტრემისტებს უშვებდა 2012-2013 წლებში (თან პოლიტპატიმრის სტატუსით), მაშინ გვეუბნებოდა, შეიძლება შკრილნიკოვები, ჩახალიანები და ჩატაევები არც მე მომწონდეს, მაგრამ მიწევს მათი გამოშვება, რადგან ეს ხალხი “არასწორი მუხლის საფუძველზე” ზის და თან სასამართლო თავისუფალი არ […] ზაზა ბიბილაშვილი: “პარალელები ქოცის პორტრეტისთვის…” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ზაზა ბიბილაშვილი: “პარალელები ქოცის პორტრეტისთვის…”

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებებს:

პარალელები ქოცის პორტრეტისთვის:

როცა ქოცი ციხეებიდან რუსეთის ჯაშუშებს, ტერორისტებს, სეპარატისტებსა და მოძალადე ექტრემისტებს უშვებდა 2012-2013 წლებში (თან პოლიტპატიმრის სტატუსით), მაშინ გვეუბნებოდა, შეიძლება შკრილნიკოვები, ჩახალიანები და ჩატაევები არც მე მომწონდეს, მაგრამ მიწევს მათი გამოშვება, რადგან ეს ხალხი “არასწორი მუხლის საფუძველზე” ზის და თან სასამართლო თავისუფალი არ არისო.

დღეს ქოცი არ მალავს, რომ ელენე ხოშტარია მისი პოლიტიკური პოზიციის და “რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის” ჩასვეს ციხეში – და არა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო (“არასწორი მუხლი” არ აწუხებთ). ქოცი ასევე ამბობს, რომ ხოშტარია პოლიტპატიმარი არ არის, რადგან სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.

ესაა ქოცი. მისი სახე. მისი მორალი.

როგორც გიორგი ასტამაძემ აღნიშნა ამას წინათ, “იმდენი ჭამა სად შემიძლია, რამდენიც გული მერევა” – ქოცის შემყურე“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

ზაზა ბიბილაშვილი: “პარალელები ქოცის პორტრეტისთვის…”
პარალელი


რელევანტური