გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე-
ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები
გამოავლინეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 25 კუბური მეტრი
მოცულობის ტეშენიტის ქვა.
ხელვაჩაურის, თერჯოლის, ბორჯომისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური
ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების – ჭოროხის, ყვირილასა და მტკვრის
კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 295-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის
ქვიშა-ხრეში.
მარნეულის მუნიციპალიტეტში კი, 10 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვის
უკანონო მოპოვების ფაქტი დაფიქსირდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. შიდა ქართლში
გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები
შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ჯამში
5500 ლარზე მეტია.”