სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს — Cnoba

MegaTV სიახლე 30 Mar 2026, 08:10

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს. კომისიის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ. როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები […]

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს.

კომისიის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ. როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


რელევანტური