სააგენტო "პარალელი"
“იქ სადაც არის გახლეჩის, დაყოფის, დაპირისპირების მცდელობა, იმის უკან დგას “დიფ სთეითი”, “გლობალური ომის პარტია”, საქართველოს მტრები და მათი აქაური წარმომადგენლები” – გურამ მაჭარაშვილი
“სეტანტა სპორტის” ბანერზე, რომელიც ისტორიაში საქართველოს ნაკრების მე-100 გამარჯვებას მიეძღვნა, არ იყო გამოსახული კახა კალაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რასაც “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მწვავე პოზიციით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:
“ძალიან კარგად ვხედავთ, რომ იქ სადაც არის გახლეჩის, დაყოფის, დაპირისპირების მცდელობა, იმის უკან დგას “დიფ სთეითი”, “გლობალური ომის პარტია”, საქართველოს მტრები და მათი აქაური წარმომადგენლები.
ეს მედია საშუალება იქნება, პოლიტიკოსი თუ ენჯეო სექტორი, მნიშვნელობა არ აქვს.
დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, რაც მოხდა პატრიარქის პანაშვიდების დროს, მაინც გაბედავ და შეეცდები საქართველოში წინააღმდეგობის შეტანას, უკვე გასაგებია რომელ მხარეს დგახარ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
“იქ სადაც არის გახლეჩის, დაყოფის, დაპირისპირების მცდელობა, იმის უკან დგას “დიფ სთეითი”, “გლობალური ომის პარტია”, საქართველოს მტრები და მათი აქაური წარმომადგენლები” – გურამ მაჭარაშვილი
პარალელი