მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 30 Mar 2026, 18:48

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ნაყოფიერი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული […] The post მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე appeared first on ODISHINEWS.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნაყოფიერი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

“ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ოოზიცია ამბობს, რომ აშშ, გასაგები მიზეზების გამო, ელაპარაკება ყველას და ელაპარაკებოდა თვით მადუროსაც კი, რომელიც ახლა ნიუ-იორკის ციხეშია. მათი აზრით, საუბრისა და ზარის მიზეზი, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ყოფილიყო. 

The post მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური