“ქართული სახელმწიფო ბიძინასთვის არ არსებობს – სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრაა მისი მიზანი” – თამარ ჩერგოლეიშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 30 Mar 2026, 08:25

სააგენტო "პარალელი" “ქართული სახელმწიფო ბიძინასთვის არ არსებობს – სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრაა მისი მიზანი” – თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას, მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ: “პრეზიდენტ მარგველაშვილს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს რატომ არ ჰქონდათ პატრიარქის პანაშვიდზე დასასწრებად საშვებიო – კითხულობდნენ. მარტივი მიზეზია – არ თვლიან ქოცები ამ ქვეყანას სახელმწიფოდ. ქართული სახელმწიფო ბიძინასთვის არ არსებობს – სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრაა მისი მიზანი. შესაბამისად, არ […] “ქართული სახელმწიფო ბიძინასთვის არ არსებობს – სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრაა მისი მიზანი” – თამარ ჩერგოლეიშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ქართული სახელმწიფო ბიძინასთვის არ არსებობს – სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრაა მისი მიზანი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას, მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

პრეზიდენტ მარგველაშვილს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს რატომ არ ჰქონდათ პატრიარქის პანაშვიდზე დასასწრებად საშვებიო – კითხულობდნენ.

მარტივი მიზეზია – არ თვლიან ქოცები ამ ქვეყანას სახელმწიფოდ.

ქართული სახელმწიფო ბიძინასთვის არ არსებობს – სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრაა მისი მიზანი.

შესაბამისად, არ არსებობს არც სახელმწიფო ინსტიტუტები, ატრიბუტები და სიმბოლოები.

ბიძინასთვის არსებობს რუსეთის უკანა ეზოში დასახლებული ქართველური ტომი, რომლის ცუდ პატრონადაც თავი გაიფორმა და ეგაა…

მაგიტომ გაიგიჟეს ქოცებმა თავები ბოკერიას პასუხად – სახელმწიფოს აუქმებსო, რადიო თავისუფლებასთან რომ თქვა.

სიმართლეა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ქართული სახელმწიფო ბიძინასთვის არ არსებობს – სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრაა მისი მიზანი” – თამარ ჩერგოლეიშვილი
პარალელი


რელევანტური