ელისაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 31 Mar 2026, 13:43

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. საქმე ეხება ალეკო ელისაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალს „ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე“. სხდომას ესწრება ალეკო ელისაშვილიც. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარედგინა. ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ელისაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური