“რუსეთი საქართველოს დაყოფას ცდილობს”- ზურაბიშვილი — Cnoba
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს დაყოფას ცდილობს. ზურაბიშვილის განცხადებით, ვერავინ იფიქრებდა, რომ დღეს, ხელახლა და ტრაგიკულად დაისმებოდა კითხვა, რა გინდათ: “რუსეთი თუ საქართველო, რუსეთი თუ თავისუფლება, რუსეთი თუ დამოუკიდებლობა, რუსეთი თუ სახელმწიფო?”. „31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა, ამ დღეს ორი გმირი ჰყავს: ერთი მხრივ, ეს არის მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც გაბედა ეს ნაბიჯი გადაედგა და მეორე მხრივ, გმირი ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა, თავისი ნება გამოხატა – უარი თქვა რუსეთზე, უარი თქვა იმ უახლოეს წარსულზე, რომელიც მონობის წარსული იყო. ეს კითხვა, სამწუხაროდ,… The post “რუსეთი საქართველოს დაყოფას ცდილობს”- ზურაბიშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.