ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა — Cnoba
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად, ილია დარჩიაშვილი ასევე, დაინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. „ილია დარჩიაშვილი 2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2017-2021 წლებში – პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მას ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობები. აგრეთვე, მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში”. ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.