საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს — Cnoba
რეგიონალური სიახლეები
სიახლე
23 Feb 2026, 07:53
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეინახეს და რეალიზაციის მიზნით გადაზიდეს სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის „BELUGA“, „GREY GOOSE“, „NEFT“, „ABSOLUT“, „СНЕЖНЫЙ БАРС“, „SVEDSKAY“. ამოღებული პროდუქციის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს....
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეინახეს და რეალიზაციის მიზნით გადაზიდეს სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის „BELUGA“, „GREY GOOSE“, „NEFT“, „ABSOLUT“, „СНЕЖНЫЙ БАРС“, „SVEDSKAY“. ამოღებული პროდუქციის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.