“ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს”-40-ზე მეტი ორგანიზაციისა და 24 000-ზე მეტი ცხოველთამოყვარული აქტივისტი/მოქალაქე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 01 Apr 2026, 13:41

“პუბლიკას” ინფორმაციით, 40-ზე მეტი ორგანიზაციისა და 24 000-ზე მეტი ცხოველთამოყვარული აქტივისტი/მოქალაქე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „2025 წელს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონისა და 2025 წლის 26 ივნისის N1019 განკარგულების საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. განკარგულება მოიაზრებდა 9000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან. ათობით აქტივისტის ცნობით, სააგენტო ცხოველების […] The post “ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს”-40-ზე მეტი ორგანიზაციისა და 24 000-ზე მეტი ცხოველთამოყვარული აქტივისტი/მოქალაქე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

“პუბლიკას” ინფორმაციით, 40-ზე მეტი ორგანიზაციისა და 24 000-ზე მეტი ცხოველთამოყვარული აქტივისტი/მოქალაქე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

 „2025 წელს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონისა და 2025 წლის 26 ივნისის N1019 განკარგულების საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. განკარგულება მოიაზრებდა 9000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან.
ათობით აქტივისტის ცნობით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა. მიმკედლებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფელზე.
სააგენტოს, ასევე, მასობრივად მიჰყავდა უკვე სტერილიზებული (და შესაბამისად საჭდით მონიშნული) ცხოველები. შედეგად, იფლანგებოდა ბიუჯეტი, ცხოველები კი ტყუილუბრალოდ ხვდებოდნენ თავშესაფარსა და ტრანსპორტში, სადაც ადვილად ვრცელდება ვირუსები (განსაკუთებით ძაღლის ჭირი და ცოფი). ასეთ შორ მანძილზე გადაადგილება და უამრავ უცხო ცხოველთან დაყოვნება არის დამატებითი სტრესი, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანურ მიდგომას.
ახალი განკარგულებით, 36,000-ზე მეტი მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება იმავე ლოგისტიკური სქემით.
ახალი განკარგულების (N412) მიხედვით (მუხლი 3, პუნქტი 3) „აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.“
ეს ჩანაწერი არა მხოლოდ ბუნდოვანია (არ არის დაკონკრეტებული, რა სიახლოვეზეა საუბარი), არამედ აზრს მოკლებულიც. თუ ძაღლს კონკრეტული ტიპის დაწესებულების სიახლოვეში არ დავაბრუნებთ, მის ადგილს დაიკავებს სხვა მიუსაფარი ცხოველი.
რაც მთავარია, ვშიშობთ, რომ განკარგულების ამ ჩანაწერის საფუძველზე კიდევ მეტი მიუსაფარი ცხოველი გაუჩინარდება.
ჩვენ, ცხოველმოყვარული აქტივისტები, მოქალაქეები და ორგანიზაციები, მივიჩნევთ, რომ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის გადასაჭრელად.
პრობლემის ჰუმანურად მოგვარება რამდენიმე წელშია შესაძლებელი მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციით, გამრავლების შეზღუდვით და ა.შ. თუმცა ჩვენ მოვითხოვთ შემდეგ ცვლილებებს აღსრულებაში, კანონსა და განკარგულებებში:
1) თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო უნდა იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ცხოველი კარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა. საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს.
„პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
2) სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ: ა) თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა უნდა ჩატარდეს ადგილზევე; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და მობილურ კლინიკებთან.
3) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელზეც ხელმომწერთა სია განახლებადია.
ხოველთამოყვარულები ასევე ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ განკარგულება თბილისს არ ეხება, სააგენტოს მიუსაფარი ცხოველები „ყველანაირი ჩანაწერის გარეშე“ დედაქალაქშიც მიჰყავდა/მიჰყავს.
 დღეს ცხოველთა დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი თქმით, გორის მუნიციპალური თავშესაფრის კრემატორიუმი ჩანს, საიდანაც თეთრი კვამლი ამოდის.
ელიზბარაშვილი წერს, რომ ღამით თავშესაფარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიუსაფარი ძაღლები მიიყვანა.
„ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას. ახლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმელიდან კვამლი არ გაჩერებულა. არ მინდა ვიფიქრო, რომ იქ ცოდვის ტირილი ტრიალებს“, – დაწერა ელიზბარაშვილმა.
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ „სიცრუეა“ ინფორმაცია მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში შესაძლო დაწვის შესახებ.

როგორც სააგენტოში ამბობენ, „კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის, ან უკვე მკვდარი ცხოველების დასაწვავად“.

The post “ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს”-40-ზე მეტი ორგანიზაციისა და 24 000-ზე მეტი ცხოველთამოყვარული აქტივისტი/მოქალაქე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური