გამოვლინდა თუ არა დარღვევა- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენმა გორში მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარის ტერიტორია გადაამოწმა — Cnoba

GuriaNews სიახლე 01 Apr 2026, 15:26

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. ” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარის ტერიტორია. გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. […] The post გამოვლინდა თუ არა დარღვევა- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენმა გორში მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარის ტერიტორია გადაამოწმა appeared first on გურია ნიუსი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარის ტერიტორია.
 გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.
დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 4 მარტის $98/ს ბრძანებით გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

ასევე დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით ინსინერატორში ხდებოდა თავშესაფარში არსებული ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ინსინერაცია და ასევე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია”,_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

The post გამოვლინდა თუ არა დარღვევა- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენმა გორში მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარის ტერიტორია გადაამოწმა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური