,,ახლახან დავბრუნდით სახლებში მძიმე რეალობიდან… ქუჩაში დაბრუნდა 26 ძაღლი” – რა ინფორმაციას ავრცელებს მარიამ შეყილაძე? — Cnoba

Alia სიახლე 01 Apr 2026, 16:12

ცხოცელთა დამცველი, მარიამ შეყილაძე ,,ახლახან დავბრუნდით სახლებში მძიმე რეალობიდან და ვცდილობ, თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მოვუყარო თავი. ამდენ პირად შეტყობინებას ვერ ვპასუხობ, ბოდიში. ქუჩაში დაბრუნდა 26 ძაღლი და აქვე მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამას არანაირად არ ვთვლით გამარჯვებად!!! ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან აყვანილი თითოეული ძაღლი არ დაბრუნდება თავის პირვანდელ ბინადრობის არეალში. 30 […] The post ,,ახლახან დავბრუნდით სახლებში მძიმე რეალობიდან… ქუჩაში დაბრუნდა 26 ძაღლი” – რა ინფორმაციას ავრცელებს მარიამ შეყილაძე? appeared first on .

ცხოცელთა დამცველი, მარიამ შეყილაძე

,,ახლახან დავბრუნდით სახლებში მძიმე რეალობიდან და ვცდილობ, თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მოვუყარო თავი. ამდენ პირად შეტყობინებას ვერ ვპასუხობ, ბოდიში.

ქუჩაში დაბრუნდა 26 ძაღლი და აქვე მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამას არანაირად არ ვთვლით გამარჯვებად!!!
ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან აყვანილი თითოეული ძაღლი არ დაბრუნდება თავის პირვანდელ ბინადრობის არეალში.

30 მარტს, ქალაქ ზუგდიდიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს დავალებით, დაახლოებით 65 ძაღლი გადაიყვანეს ქუთაისის თავშესაფარში. მიზეზად დასახელდა მათი სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია.

საგულისხმოა, რომ გადაყვანილ ძაღლებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უკვე სტერილიზებულნი, კასტრირებულნი და ვაქცინირებულნი იყვნენ, რაც ბუნებრივად აჩენდა კითხვებს აღნიშნული ქმედების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მოჰყვა სრულიად სამართლიანი აჟიოტაჟი (კიდევ კარგი გაგვიმართლა Salome Partsvania შეესწრო გადაყვანის ფაქტს და დააფიქსირა, ფიზიკურადაც კი შეეხნენ). ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა სოციალურ მედიაში, რის შედეგადაც სურსათის ეროვნული სააგენტო იძულებული გახდა გაეკეთებინა განმარტება და დაეწყო ძაღლების ზუგდიდში დაბრუნების პროცესი. ვიმეორებ, მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის შედეგად.

თბილისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ჩვენს კითხვაზე – რატომ გადაჰყავდათ თავშესაფარში უკვე სტერილიზებული და ვაქცინირებული ძაღლები, გვიპასუხეს, რომ საჭირო იყო მათი ხელახალი აღრიცხვა, რევაქცინაცია და ე.წ. ახალი საჭდეების (საყურეების) დამაგრება, რის შემდეგაც ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ თავდაპირველ ლოკაციებზე.

თუმცა ეს განმარტება ფაქტობრივად ტყუილი აღმოჩნდა. დღეს საკუთარი თვალით ვნახე, რომ ეს არ დადასტურდა. ზუგდიდიდან გადაყვანილი დაახლოებით 65 ძაღლიდან, 1ლი აპრილის მდგომარეობით, დაბრუნდა მხოლოდ 26 ძაღლი. მათ შორის არც ერთს არ ჰქონდა ახალი საჭდე (საყურე), ისინი დაბრუნდნენ იმავე საჭდეებით, რომლითაც იყვნენ გადაყვანილნი.

აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: მომავალში როგორ უნდა მოხდეს უკვე გადაყვანილი ძაღლების იდენტიფიკაცია და როგორ აიცილებენ თავიდან ერთი და იმავე ცხოველების მუდმივ მავნებლურ გადაყვანა-“დაბრუნებას”?

ამასთანავე, მიუხედავად ნაწილობრივი დაბრუნებისა, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმ მეთოდებს, რომლითაც განხორციელდა როგორც ძაღლების გადაყვანა, ასევე მათი დაბრუნება.

კერძოდ, ძაღლები არ დაბრუნებულან თავიანთ პირვანდელ ბინადრობის არეალებში. ისინი ჩამოსასმელად მოიყვანეს მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ თხილის ქარხანა მდებარეობს. ეს ადგილი მდებარეობს დატვირთულ ტრასასთან, რომელსაც მოხალისეები „სიკვდილის გზას“ ვეძახით, იქ დატოვებული ძაღლები უმეტეს შემთხვევაში მალევე იღუპებიან მანქანის შეჯახების შედეგად.

ძაღლების უკაცრიელ ადგილებში გაშვება მათ პრაქტიკულად განწირულს ხდის ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილისთვის. ასეთი პრაქტიკა კატეგორიულად მიუღებელია თანამედროვე, ცივილიზებული და ემპათიური საზოგადოებისთვის.

ამასთანავე, ეს მიდგომა არაეფექტურია. მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მთავარი მიზეზი არის ოჯახებში უკონტროლო გამრავლება, რაც დღემდე არ არის რეგულირებული. შედეგად, გადაყვანილი ცხოველების ადგილს მალევე იკავებენ ახალი ძაღლები.

ეს ყველაფერი მძიმე დარტყმაა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც საკუთარი დროის, ფინანსური და ემოციური რესურსის ხარჯზე უვლიან, ასტერილებენ და ცრიან მიუსაფარ ცხოველებს.

ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს პროგრამა გუშინ არ დაწყებულა. უკვე მეორე წელია, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის საპილოტე პროგრამას.

2025 წელს იგეგმებოდა 9,000 მიუსაფარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია და გარემოში დაბრუნება. თუმცა, ათეულობით აქტივისტის თქმით, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების დიდი ნაწილი უკან აღარ ბრუნდებოდა, ხოლო მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ინფორმაცია მათი ბედის შესახებ. ასევე, ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც უკვე სტერილიზებული (საჭდიანი) ცხოველებიც გადაჰყავდათ თავშესაფარში.

ბოლო კვირების განმავლობაში ცხოველთა დამცველმა აქტივისტებმა უკვე ორჯერ გამართეს აქცია მთავრობის კანცელარიასთან. მომდევნო აქცია დაგეგმილია შაბათს, 15:00 საათზე.

25,000-ზე მეტმა მოქალაქემ და აქტივისტმა, ასევე 40-ზე მეტმა ორგანიზაციამ და კომპანიამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს:
1. სტერილიზაციის კამპანია უნდა განხორციელდეს სრულფასოვნად და ცხოველები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ ბინადრობის არეალში — ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი როგორც კანონით, ისე პრაქტიკით;
2. სააგენტომ არ უნდა გადაიყვანოს თავშესაფარში უკვე სტერილიზებული ცხოველები;
3. მოქალაქეებს უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია გაუჩინარებული ცხოველების შესახებ.

მნიშვნელოვანია, სწორად გაიგოს საზოგადოებამ — სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამები აუცილებელია და წარმოადგენს ერთადერთ ჰუმანურ გზას მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის სამართავად.

პრობლემის რეალური და გრძელვადიანი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად მოხდება შინაური ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა, მათი ქუჩაში მიტოვების აკრძალვა და ქუჩაში მცხოვრები მდედრი ძაღლების მინიმუმ 70%-ის სტერილიზაცია.

P.S. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ზუგდიდელ მოხალისეებს, ვინც ბოლომდე იბრძოლეთ დღეს. თქვენი იმედი ყველაფერში მექნება!

Nata Kristi Kharchilava Gardava Rati Giorgi Pachkoria ეს ადამიამები დილის 7 საათიდან ქუთაისის თავშესაფართან პატრულირებდნენ და დანარჩენი მთელი ზუგდიდის მოხალისეები ადგილზე ელოდნენ ძაღლებს დასაზვედრად. ვინმე რომ არ გამომრჩეს აღარ ჩამოვწერ მოხალისეებს. მადლობა ბრძოლისთვის! “

The post ,,ახლახან დავბრუნდით სახლებში მძიმე რეალობიდან… ქუჩაში დაბრუნდა 26 ძაღლი” – რა ინფორმაციას ავრცელებს მარიამ შეყილაძე? appeared first on .


რელევანტური