საქართველოს მთავრობამ უცხოელებისთვის შრომის ახალი წესები დაამტკიცა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 23 Feb 2026, 08:46

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს შრომითი საქმიანობის უფლებას შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე. დადგენილება ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ახალი წესი შეეხება მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან ან დამოუკიდებლად, სამეწარმეო/სამუშაო პროცესში ფინანსური სარგებლის მისაღებად მუშაობენ. დადგენილება ადგენს უფლებების გაცემის, გაგრძელებისა და შეწყვეტის წესებს, კრიტერიუმებს, ვადებს და მონიტორინგის მექანიზმებს....

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს შრომითი საქმიანობის უფლებას შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე. დადგენილება ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ახალი წესი შეეხება მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან ან დამოუკიდებლად, სამეწარმეო/სამუშაო პროცესში ფინანსური სარგებლის მისაღებად მუშაობენ. დადგენილება ადგენს უფლებების გაცემის, გაგრძელებისა და შეწყვეტის წესებს, კრიტერიუმებს, ვადებს და მონიტორინგის მექანიზმებს.

განსაკუთრებული შეზღუდვები ვრცელდება შემდეგ საქმიანობებზე:

  • საკურიერო მომსახურება – წლიური კვოტა 0;
  • მგზავრების გადაყვანა – წლიური კვოტა 0;
  • ტურისტებისთვის გიდობა – წლიური კვოტა 0;
  • ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისი – წლიური კვოტა 200.

დადგენილება ძალაში შევა 2026 წლის 1 მარტიდან.


რელევანტური