უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსულ აეროდრომს დაარტყა – განადგურდა An-72 ტიპის თვითმფრინავი — Cnoba

News.ge სიახლე 03 Apr 2026, 09:19

უკრაინულმა ძალებმა 2 აპრილის ღამით ოკუპირებულ ყირიმში, კიროვსკეს აეროდრომზე, რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს. უკრაინის არმიის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად განადგურდა An-72 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი და ბაზა, სადაც Orion-ის ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე დრონები მზადდებოდა. სამხედრო უწყების განცხადებით, აეროდრომი დრონების ბაზად და წინასაფრენი მომზადების პუნქტად გამოიყენებოდა. შეტევის დროს ასევე განადგურდა საბჭოთა პერიოდის P-37 ტიპის მობილური რადარი. […]

უკრაინულმა ძალებმა 2 აპრილის ღამით ოკუპირებულ ყირიმში, კიროვსკეს აეროდრომზე, რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.

უკრაინის არმიის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად განადგურდა An-72 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი და ბაზა, სადაც Orion-ის ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე დრონები მზადდებოდა.

სამხედრო უწყების განცხადებით, აეროდრომი დრონების ბაზად და წინასაფრენი მომზადების პუნქტად გამოიყენებოდა. შეტევის დროს ასევე განადგურდა საბჭოთა პერიოდის P-37 ტიპის მობილური რადარი.

გავრცელებული ცნობებით, უკრაინის ძალებმა რუსულ ობიექტებზე იერიში ადგილობრივი წარმოების FP-2 ტიპის დრონით მიიტანეს.

ოკუპირებული რუსეთისთვის მნიშვნელოვან სამხედრო ჰაბად რჩება, სადაც განთავსებულია ავიაცია და დრონები, რის გამოც რეგულარულად უტევს ნახევარკუნძულზე არსებულ ინფრასტრუქტურას.


რელევანტური