ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება — Cnoba

MegaTV სიახლე 03 Apr 2026, 09:23

ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე, წყალშემკრები არხის გასწვრივ ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროჯეკტ კომპანი“-მ ქალაქ ქუთაისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადა. ტენდერი სამუშაოებისთვის უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`467`004 ლარია. NAT260006786 პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 1200 მეტრიან მონაკვეთზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც დაიწყება თბილისის გზატკეცილისა და ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთიდან და გაგრძელდება სილოვან მავილაძის […]

ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე, წყალშემკრები არხის გასწვრივ ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროჯეკტ კომპანი“-მ ქალაქ ქუთაისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადა.

ტენდერი სამუშაოებისთვის  უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`467`004 ლარია. NAT260006786

პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 1200 მეტრიან მონაკვეთზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც დაიწყება თბილისის გზატკეცილისა და ახალგაზრდობის გამზირის გადაკვეთიდან და გაგრძელდება სილოვან მავილაძის ქუჩამდე. აღნიშნული ტერიტორია ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა (თითოეულის სიგანე 2.5 მეტრი);
  • ტერიტორიის გამწვანება და რეკრეაციული ზოლის შექმნა;
  • ძელსკამების და ურნების განთავსება;
  • გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი;
  • მცენარეებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.

ინფრასტრუქტურა განთავსდება არხის გასწვრივ, სადაც უსაფრთხოების მიზნით მოეწყობა ლითონის მოაჯირები. ბილიკები დაიფარება ვიბროდაწნეხილი ბეტონის ფილებით, რაც სივრცეს თანამედროვე და გამძლე იერს შესძენს.

საპროექტო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა ტერიტორიის დეტალური კვლევა, ტოპოგრაფიული გადაღება და მონაცემების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც პროექტის სიზუსტეს უზრუნველყოფს.

მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 თვეს შეადგენს. სამუშაოები განხორციელდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვას — აკრძალული იქნება ნარჩენების მდინარეში ჩაყრა და ტექნიკის რეცხვა არხის მიმდებარედ.


რელევანტური