“კიდევ რომელი ქვეყანა გარისკავს სხვა ქვეყნის შუაგულში, ყველა მხრიდან ცეცხლის საფრთხის ქვეშ, მოაწყოს დროებითი სამხედრო ბაზა, მოძებნოს კატაპულტირებული პილოტი, მოახდინოს მისი ევაკუაცია?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 05 Apr 2026, 22:46

სააგენტო "პარალელი" “კიდევ რომელი ქვეყანა გარისკავს სხვა ქვეყნის შუაგულში, ყველა მხრიდან ცეცხლის საფრთხის ქვეშ, მოაწყოს დროებითი სამხედრო ბაზა, მოძებნოს კატაპულტირებული პილოტი, მოახდინოს მისი ევაკუაცია?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პენტაგონის მიერ ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავიდან კატაპულტირებული მფრინავის საძიებო-სამაშველო ოპერაციის რისკის შემცველობასა და მასშტაბურობაზე აქტიურად საუბრობენ. მფრინავის უსაფრთხო ევაკუაციას კი სიამაყით ეხმიანებიან აშშ-ს მაღალ პოლიტიკურ თუ სამხედრო წრეებში. აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კიდევ სხვა ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება “ოპოზიციის ალიანსის” ერთერთმა ლიდერმა, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ: “კიდევ რომელი ქვეყანა გარისკავს სხვა ქვეყნის შუაგულში, ყველა […] “კიდევ რომელი ქვეყანა გარისკავს სხვა ქვეყნის შუაგულში, ყველა მხრიდან ცეცხლის საფრთხის ქვეშ, მოაწყოს დროებითი სამხედრო ბაზა, მოძებნოს კატაპულტირებული პილოტი, მოახდინოს მისი ევაკუაცია?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“კიდევ რომელი ქვეყანა გარისკავს სხვა ქვეყნის შუაგულში, ყველა მხრიდან ცეცხლის საფრთხის ქვეშ, მოაწყოს დროებითი სამხედრო ბაზა, მოძებნოს კატაპულტირებული პილოტი, მოახდინოს მისი ევაკუაცია?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პენტაგონის მიერ ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავიდან კატაპულტირებული მფრინავის საძიებო-სამაშველო ოპერაციის რისკის შემცველობასა და მასშტაბურობაზე აქტიურად საუბრობენ.  მფრინავის უსაფრთხო ევაკუაციას კი სიამაყით ეხმიანებიან აშშ-ს მაღალ პოლიტიკურ თუ სამხედრო წრეებში.

აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კიდევ სხვა ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება “ოპოზიციის ალიანსის” ერთერთმა ლიდერმა, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ:

კიდევ რომელი ქვეყანა გარისკავს სხვა ქვეყნის შუაგულში, ყველა მხრიდან ცეცხლის საფრთხის ქვეშ, მოაწყოს დროებითი სამხედრო ბაზა, მოძებნოს კატაპულტირებული პილოტი, მოახდინოს მისი ევაკუაცია?

და ეს ყველაფერი, ამხელა რისკი, ამხელა ხარჯი საკუთარი ერთი, მხოლოდ ერთი მებრძოლის გულისთვის.

იდეალური არაფერია ამ სამყაროში, მაგრამ ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვისთვისაც ცალკე აღებული ერთი მოქალაქის სიცოცხლე და მისი თავისუფლება ღირებულებათა სისტემაში ყველაფერზე მაღლა დგას.

ამიტომ უნდა ბევრს ამ ქვეყნის პასპორტი, ამიტომ მირბიან იქ ადამიანები დედამიწის ყველა წერტილიდან უკვე 250 წელია.

და მხოლოდ მტრის სამსახურში მყოფმა შეიძლება ჩაშალოს ასეთ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

“კიდევ რომელი ქვეყანა გარისკავს სხვა ქვეყნის შუაგულში, ყველა მხრიდან ცეცხლის საფრთხის ქვეშ, მოაწყოს დროებითი სამხედრო ბაზა, მოძებნოს კატაპულტირებული პილოტი, მოახდინოს მისი ევაკუაცია?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პარალელი