“ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით… ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო…” – ლიკა კუჭუხიძე
Tbilisi Times
სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია. ლიკამ იმ ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. “თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო, ყველაფერი ჩაეტია, აი არ ვიცი… ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდით, ვერ ვიაზრებდით, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რაღაცის […] The post “ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით… ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო…” – ლიკა კუჭუხიძე appeared first on TTimes.GE.
სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.
ლიკამ იმ ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.
“თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო, ყველაფერი ჩაეტია, აი არ ვიცი… ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდით, ვერ ვიაზრებდით, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რაღაცის მოსწრება უნდოდა… აი ყველაფრის.. მერე დავგეგმეთ ქორწილი…
ორი ქორწილი გვქონდა, რადგან ბევრი ხალხი გვიგროვდებოდა…500-600 კაცზე ადიოდა ეს ყველაფერი და ამდენს ვერ მივაქცევდით ყურადღებას.
ქორწილის მაგიდასთან რომ ვისხედით, ერთმანეთს ვუყურებდით და ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ეს შევძელით და ახლა ცოლქმრული ცხოვრება გვიწევს… ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით, რომ ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო, მერე მივხვდებით ალბათ, რომ ცოლ-ქმარი ვართო…
ბევრი ადამიანი გვიწერდა კომენტარებში, რომ აი, რა კარგი წყვილი ხართ, ერთად რა კარგები ხართო და მე შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ბაჩო ჩემს ნაკლს ფარავდა, მე ბაჩოს ნაკლს ვფარავდი და ერთად მართლა სასწაული ვიყავით…”