აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ
“თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!” – ამ ლოზუნგით პარლამენტთან 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და აქტივისტები 9 აპრილის მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ. „აქ ვაპირებთ ღამის გათენებას. იქნება ცოცხალი შესრულება, ფილმის ჩვენება, სინდისის პატიმრების მშობლებთან ერთად ვიქნებით. ვიდგებით, ვიდრე დასჭირდება ქვეყანას, ვიდგებით, ვიდრე არ გადავარჩენთ ქვეყანას”- განაცხადა „დროას“ წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ. ღამის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. მემორიალთან დადგმულია ეკრანი, სადაც 9 აპრილთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება იგეგმება. მოგვიანებით, 04:00 საათზე, 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. რაც შეეხება 9 აპრილს, მოქალაქეები დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილიდან გეგმავენ სამოქალაქო მსვლელობებს და საბოლოოდ, 20:00… The post აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →