სიახლე

მარნეულელი ახალგაზრდა მორაგბე გოგონები აქტიურად ერთვებიან სპორტულ ღონისძიებებში და წარმატებით წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს

რეგიონალური სიახლეები

🏈 მარნეულის „არმაზის“ 18-მა აღსაზრდელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ მორაგბე გოგონათა ფესტივალში, რომელიც 2026 წლის 4 აპრილს თბილისში, საქართველოს ნაკრების ბაზაზე გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდა დაახლოებით 100-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი გოგონათა გუნდებიდან. 🏈 ღონისძიების ფარგლებში მარნეულელი გოგონებიდან რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე გამოიკვეთა, რომლებმაც სხვადასხვა გუნდისა და ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელების ყურადღება მიიპყრეს. 🏈 მარნეულის...

პირველწყარო →

🏈 მარნეულის „არმაზის“ 18-მა აღსაზრდელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ მორაგბე გოგონათა ფესტივალში, რომელიც 2026 წლის 4 აპრილს თბილისში, საქართველოს ნაკრების ბაზაზე გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდა დაახლოებით 100-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი გოგონათა გუნდებიდან.

🏈 ღონისძიების ფარგლებში მარნეულელი გოგონებიდან რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე გამოიკვეთა, რომლებმაც სხვადასხვა გუნდისა და ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელების ყურადღება მიიპყრეს.

🏈 მარნეულის „არმაზის“ გოგონათა გუნდი ვარჯიშობს სოფელ შულავერში, სკოლის მიმდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე. ვარჯიშები ტარდება კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 16:00 საათზე.

🏈 აღსანიშნავია, რომ მარნეულელი მორაგბეების მონაწილეობა მსგავს ფესტივალებში მომავალშიც გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე მარნეულში, რაც ხელს შეუწყობს მათ გამოცდილების გაზრდას, სპორტული ფორმის გაუმჯობესებასა და რაგბის პოპულარიზაციას რეგიონში.


მსგავსი