ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
გ ი ლ ო ც ა ვ თ დიდი ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
დიახ – სწორედ 9 აპრილი გახლავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე26 მაისი არის პირველი რესპუბლიკის დაარსების დღე , ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე არის 9 აპრილიაქედან გამომდინარე – სამხედრო აღლუმი , საზეიმო მიღება , დამოუკიდებლობის დღის ყველა ოფიციალური ღონისძიება უნდა იმართებოდეს 9 აპრილსერთადერთი მიზეზი იმისა , რომ 9 აპრილი არ აღინიშნება როგორც დამოუკიდებლობის დღე არის სიძულვილი ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის , კანონიერი ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართარცერთ ხელისუფალს 1992 წლიდან დღემდე ვერ მოუნელებია, რომ ეროვნულმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილს გამოაცხადა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მაქსიმალურად ცდილობენ ამ უდიდესი მოვლენის მიჩუმათებას9 აპრილის დამოუკიდებლობის დღის გაუქმებას სათავე დაუდო შევარდნაძემ და მისმა სისხლიანმა ხუნტამ, ხოლო შემდგომმა ხელისუფალმა, მისმა სულიერმა შვილებმა – აღსაზრდელებმა გააგრძელეს ქვეყნის მოღალატე პუტჩისტი ჯალათების ტრადიცია და დღემდე არ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის ნამდვილ თარიღს
ჩემის მხრივ დავამატებ – არ შეიძლება მრუდე ისტორიით და სიყალბით ცხოვრება . ეს სიყალბე დროებითია და დარწმუნებული ვარ რომ ოდესმე ხელისუფლებაში მოვა ისეთი ეროვნული ძალა, რომელიც იზეიმებს ჭეშმარიტად დამოუკიდებლობის დღეს
The post “9 აპრილის დამოუკიდებლობის დღის გაუქმებას სათავე დაუდო შევარდნაძემ და მისმა სისხლიანმა ხუნტამ”– სანდრო ბრეგაძე appeared first on .