“ყველას ესმის, რომ საჭიროა ომის დასრულება“ – ბუდანოვი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებების პერსპექტივების თაობაზე. მან „დიდი პროგრესი“ უწოდა იმას, რომ მხარეებმა წინა სამმხრივი მოლაპარაკებების დროს, რომელშიც შეერთებული შტატებიც მონაწილეობდა, მიაღწიეს „იმის საზღვრების მკაფიო გაგებას, რაც მისაღებია“ მათთვის. „ყველას ესმის, რომ საჭიროა ომის დასრულება“, დასძინა ბუდანოვმა და ხაზგასმით აღნიშნა, „არა მგონია, რომ ამას დიდი დრო დასჭირდეს“. მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღწეული და მხარეები კვლავ „მაქსიმალისტურ პოზიციებს“ ინარჩუნებენ, თუმცა, ბუდანოვის თქმით, არის კომპრომისის ძიების ნიშნებიც. The post “ყველას ესმის, რომ საჭიროა ომის დასრულება“ – ბუდანოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →